ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტი
• უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• მოიაზრება როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე აქტები. ყველა კანონი ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ამიტომაც აღარ ეხება კანონმდებლობა მის სამართლებრივ ბუნებას. განსხვავებული სიტუაციაა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (ე) ქვეპუნქტი ადგენს, რომ ,,ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.“
Source: თავისუფლება № 9(21)სექტემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ნორმატიული აქტი" в других словарях:

  • კანონი — • (ბერძნ. kanon წესი, განაწესი) სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან… …   Georgian encyclopedia

  • ბრძანებულება — სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი …   Georgian encyclopedia

  • დეკრეტი — (ლათ. decretum ბრძანებულება, დადგენილება) რაიმე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დროებითი ნორმატიული აქტი, რომელსაც კანონის ძალა აქვს. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ …   Georgian encyclopedia

  • პარსონსი ტალკოტ (1902-1979) — • პარსონსი ანსხვავებს ორ ძირითად პროცესს, რომელიც ხდება ნებისმიერ სოციალურ სისტემაში: ინტეგრაციული და კონტროლის პროცესები, რომლებსაც აქვს კომპენსატორული ეფექტი: ისინი აღადგენენ წონასწორობას დარღვევის შემდეგ, და იცავენ საზოგადოების განგრძობითობას… …   Georgian encyclopedia

  • ამნისტია — • ბერძნული სიტყვაა (amnestia), რაც ნიშნავს პატიებას. იგი წარმოადგენს გათავისუფლების შერეულ სახეს, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ისე სასჯელისაგან… …   Georgian encyclopedia

  • კონფედერაცია — მყიფე გაერთიანება, იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ხანგრძლივი ვადით. კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია 1803 1815 და 1815 1848 წლებში, აშშ 1776 1787 წლებში, გერმანიის …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»